1. რომი იტალიის დედაქალაქი, ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული ქალაქი, სადაც ათასობით ისტორიული ძეგლია, მათ შორის ყველაზე ბევრ სტუმარს კოლიზეუმი მასპინძლობს.
2. დუბაი არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდესი ქალაქი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს აქვს მაღალინდუსტრიული ეკონომიკა, რამაც გადააქცია ის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად მსოფლიოში. ქვეყნის ძირითადი რესურსები ნავთობი და ბუნებრივი აირია. საუდის არაბეთისა და ქუვეითისგან განსხვავებით, საამიროებში გვიან დაიწყო ნავთობის მოპოვება. (1969 წ.)
3. რიო დე ჟანეირო ბრაზილიის უმთავრესი ტურისტული ატრაქცია და კურორტია. იგი სამხრეთ ამერიკის ქალაქების მასშტაბით წელიწადში ყველაზე მეტ — 2,82 მლნ საერთაშორისო ტუსრისტს იღებს. ქალაქში ფუნქციონირებს მსოფლიო კლასის სასტუმროები, გააჩნია დაახლოებით 80 კმ სიგრძის პლაჟი, კორკოვადოსა და შაქრისათვის სახელგანთქმული მთები. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში წარსულში ტურიზმი მეტად ყვაოდა, XX-სს ბოლო მეოთხედში ტურიზმის ინდუსტრიამ დაკნინება დაიწყო. 1985-დან 1993 წლამდე აეროპორტით საერთაშორისო ჩამოსვლებისა და სასტუმროთა დაკავაბულობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. ტურიზმის დაკნინებაზე გარკვეულწილად იმოქმედა დედაქალაქის რიოდან ბრაზილიაში და კომერციული ცენტრის სან-პაულოში გადატანამ. ამის შემდეგ, რიო-დე-ჟანეიროს მთავრობამ ქალაქის ეკონომიკის მოდერნიზება დაიწყო, შედარებით შეამცირა ქრონიკული სოციალური უთანასწორობა და გააუმჯობესა და გამოაცოცხლა მისი ტურიზმის ინდუსტრია. რიო ლგბტ-ტურიზმის მნიშვნელოვანი დესტინაციაა, ყოველწლიურად მას 1 მლნ არატრადიციული ორიენტაციის ტურისტი და თვითიდენტიფიცირებული ქვირი სტუმრობს. ამ საზოგადოებისათვის ძალიან პოპულარულია ქუჩები და მიმდებარე პლაჟები.